Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

პირველსემესტრელ სტუდენტთათვის სავალდებულოა:

  • დოკუმენტაციის წარმოდგენა  ფაკულტეტზე პირადი საქმის გასახსნელად;  
  • ხელშეკრულების გაფორმება;
  • ანკეტის ელექტრონული ვერსიის  შევსება (ანკეტა გააქტიურდება 4 სექტემბერს)
  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია;
  • აკადემიური რეგისტრაცია.

 

ანკეტის ელექტრონული ვერსიის  შესავსებად გთხოვთ, გაეცნოთ ინსტრუქციას!

ანკეტის ელექტრონული ვერსიის საშუალებით გადახვალთ lms.tsu.ge-ზე, სადაც შესასვლელად დაგჭირდებათ მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითება. პირველ ეტაპზე მომხმარებლის სახელიც და პაროლიც არის თქვენი პირადი ნომერი. პორტალზე შესვლისთანავე მოგეთხოვებათ პაროლის შეცვლა, რადგან დასახელებული პაროლი არის ერთჯერადი.

აღნიშნული საფეხურის გავლის შემდეგ გაგეხსნებათ შესავსები ანკეტა, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია შეიყვანოთ სწორად.

 

 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რეგისტრაციის ვადები:

ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა) და ხელშეკრულების გაფორმება -  4-12 სექტემბერი; 

აუცილებელია ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტაცია  წარმოადგინოთ არაუგვიანეს  12 სექტემბრის 18:00 საათისა;

აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა) - 14-18 სექტემბერი.

 

პირველსემესტრელთა მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა:

პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად  ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში (4-12 სექტემბერი).

პირველსემესტრელმა სტუდენტმა, რომელსაც არ აქვს მოპოვებული სასწავლო გრანტი, უნდა გადაიხადოს სასწავლო წლის სრული საფასურის ნახევარი 1125 ლარი, 70%-იანი გრანტის შემთხვევაში - 337.50 ლარი, ხოლო 50%-იანი გრანტის შემთხვევაში - 562.50 ლარი.

 

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია პირველსემესტრელის პირადი ნომრით, "საქართველოს ბანკში", "თიბისი ბანკსა" და "ლიბერთი ბანკში" (ოპერატორთან, Pay Box-ის ან მობაილბანკის მეშვეობით). ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოადგენს აკადემიური რეგისტრაციის გავლის წინაპირობას.

 

სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია.

არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, თსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი), სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის და მშობლის პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში.

 

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შეძლებთ სასწავლო კურსების არჩევას (აკადემიური რეგისტრაციის გავლას). აკადემიური რეგისტრაციის ვადაა 14-18 სექტემბერი.

2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები (ბრძანება N163/01-01; 20.07.2023)

 

პირადი საქმის გახსნისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

(რექტორის ბრძანება N190/01-01, 11.08.2023)

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
  • ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პირადი საქმის გასახსნელად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა მიმართოთ ფაკულტეტს მითითებულ მისამართზე:

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №201. ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა  6222;  6223; 6226; 6234; 6237)

 

გისურვებთ წარმატებებს!